[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
თინა ხიდაშელი ნიჩბით - დასავლეთ საქართველოში დაგეგმილი ერთკვირიანი სამხედრო ტურნე დაიწყო
28-07-2015, 03:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჟურნალისტები თავდაცვის მინისტრთან ერთად სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეცდანიშნულების რაზმს სტუმრობდნენ.


თინათინ ხიდაშელის ინიციატივა ყველა რეპორტიორმა აიტაცა - ისინი ერთ კვირის განმავლობაში მინისტრთან ერთად სხვადასხვა სამხედრო ბაზას მოინახულებენ და ჯარისკაცებთან ერთად იცხოვრებენ. დასავლეთ საქართველოში დაგეგმილი ერთკვირიანი სამხედრო ტურნე ურეხიდან დაიწყო.


„ჯარი არის საზოგადოების ნაწილი. ზუსტად ისეთივე ნაწილი, როგორც სკოლაში მოსწავლეები და პედაგოგები, როგორც უნივერსიტეტში პროფესორები და სტუდენტები. ზუსტად ასე არიან ოფიცრებიც და ჯარისკაცებიც, მთელი საზოგადოების ნაწილი და, შესაბამისად, რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება საზოგადოებას იმ რეალობაზე რომელიც არის ქართულ ჯარში, ერთი მხრივ, ინფრასტრუქტურის კუთხით და მეორე მხრივ, საბრძოლო მზადყოფნის თვალსაზრისით, რაც მეტი ეცოდინებათ ოფიცრების, ჯარისკაცების, წლევამდელებისა და ხელშეკრულებით მყოფი ჩვენი ბიჭების განწყობებისა და დამოკიდებულებების შესახებ, მით უფრო მარტივი იქნება ნებისმიერ ამოცანასთან გამკლავება. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, წიგნებში წაგვიკითხავს, კინოებში გვინახავს, რომ ომს არ იგებს მხოლოდ ჯარი, ომს იგებს მთელი საზოგადოება. და ეს არ არის ფრაზა, რომელსაც უბრალოდ ვამბობთ, ეს არის რეალობა. თუ არ არის ეს ყველაფერი ერთიანის შემადგენელი ნაწილი, მაშინ არაფერი გამოვა, ვერც ლოკალურ ამოცანებს გადავწყვეტთ და ვერც გლობალურ გამოწვევებს გავუმკლავდებით“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და ჟურნალისტებს დაჰპირდა, რომ სამინისტროს საქმიანობა კანონის ფარგლებში მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება.

 

 

 

 

კომენტარები: 1
#1   ნინო
      
მიყვარს ქალბატონი თინა, უძლიერესი მინისტრია.
28 ივლისი 2015 03:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი