თქვენ თქვით, რომ როდესაც ჩემი ლიდერი თავს დაგესხმებათ, დაგიცავთო. ახლა ვითხოვ, რომ დამიცვათ მომავალში, როდესაც სააკაშვილი თავს დამესხმება გენდერული ნიშნით, ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის" წევრს, თინა ბოკუჩავას პარლამენტის სხდომაზე.
„ჩვენ ხელი ჩამოვართვით ერმანეთს და შევთანხმდით, რომ გავასაჯაროებდი, რაზეც ჩამოვართვით ხელი ერთმანეთს. იმაზე, რომ მე ვთქვი, რომ თქვენი გუშინდელი განცხადებები იყო ზედაპირული, თქვენ მითხარით, რომ თუ ამას იტყვით ტრიბუნიდან, მე თქვენ დაგიცავთო, ვასაჯაროებ, რაზე ვილაპარაკეთ, თორემ მე თქვენთან კულუარებში სასაუბრო არაფერი მაქვს.
მე თქვენზე ვთქვი, რომ თქვენი განცხადებები იყო ზედაპირული, მაგრამ თქვენ ლამაზი ქალი ხართ. ეს არ არის კარგი განცხადება, ვაღიარებ ამ ტრიბუნიდან. მაგრამ თქვენ ხართ ლამაზი ქალი და ხართ განათლებული ქალი. ვასწორებ ჩემს გამოსვლას, მაგრამ ამის სანაცვლოდ, თქვენ დამპირდით, წეღან იქ მითხარით, რომ ჩემმა ლიდერმა თქვენზე უხამსობები თქვა გენდერული ნიშნითო, დიახ, სააკაშვილი უხამსი კაცია, რომელმაც ჩემზე უხამსობით და გენდერული ნიშნით ანეკდოტები მოყვა. თქვენ თქვით, რომ როდესაც ჩემი ლიდერი თავს დაგესხმებათ, დაგიცავთო. ახლა ვითხოვ, რომ დამიცვათ მომავალში, როდესაც სააკაშვილი თავს დამესხმება გენდერული ნიშნით", მიმართა თეა წულუკიანმა თინა ბოკუჩავას.
იუსტიციის მინისტრმა გუშინ პარლამენტში თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს ზედაპირული უწოდა და თქვა, თინა ბოკუჩავა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს, ის ძალიან ლამაზი ქალია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.