[ვიდეო] კრწანისის რაიონში მარნეულის გზატკეცილის რეაბილიტაცია დასრულდა
21-03-2019, 15:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

 


თბილისის მერის თქმით, დედაქალაქს კიდევ ერთი რეაბილიტირებული და სრულად მოწესრიგებული გზის მონაკვეთი შეემატა.

 


„ფონიჭალაში, თბილისი-მარნეულის დამაკავშირებელი ექვსკილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დღეს აღნიშნული ტერიტორია უკვე მთლიანად არის მოწესრიგებული. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, დაირგო ხე-მცენარეები. ამ ეტაპზე, საგზაო მონიშვნების დახაზვაა დარჩენილი, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება და რეაბილიტაცია მთლიანად იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 


სამუშაოების ფარგლებში, ათი მეტრი სიგანის ექვსკილომეტრიან გზატკეცილზე გზის საფუძველი გამოიცვალა და ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო გვერდულები. რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, სავალ ნაწილებს შორის ბეტონის ბორდიურით გამყოფი გაზონი და კიუვეტები მოეწყობა.

 


სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანიები - „ენ სი სი“ და „ჯი არ ჯი“ აწარმოებდნენ. პროექტის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 084 676 ლარი დაიხარჯა.

 


კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი