თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თიბისი ბანკზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა გამოძიება.
ხაზარაძის თქმით, კიბერშეტევა ზაფხულში განხორციელდა, ბანკის საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტმა არამარტო სიგნალი, არამედ, აიპისა და ქუჩის მისამართებიც აღმოაჩინა.
„როცა მოხდა ზაფხულში ჩვენს ბანკზე კიბერშეტევა, მე ვთქვი ერთხელ პარლამენტში, ახლაც ვიმეორებ, ჩვენმა საინფორმაციო უზურნველყოფის დეპარტამენტმა, იცით, რომ 400 კაცზე მეტი მუშაობს, უნიჭიერესი ახალგაზრდები ამ მიმართულებით, აღმოაჩინეს არამარტო სიგნალი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს იყო ძალიან სერიოზული კიბერშეტევა, აღმოვაჩინეთ მისამართები, აიპის მისამართი, ქუჩის მისამართი, ოფისის მისამართი და ჩვენ ეს ინფორმაცია იმ წუთშივე გადავეცით შს სამინისტროს. როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, ვერ გეტყვით გამოძიება რა ეტაპზეა", უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.