ილია ელოშვილმა მუსლიმ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
21-03-2019, 16:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა მუსლიმ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და აბანოთუბანში გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

 

 

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, ნოვრუზ ბაირამი განახლების, იმედის დღესასწაულია და ამ სიხარულს საქართველოს თითოეული მოქალაქე მუსლიმ ძმებთან ერთად იზიარებს.

 

 

„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ჩვენი მხრიდან ამ დღესასწაულს მუდმივად ექნება მხარდაჭერა, რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი ესაა ის, რომ ნოვრუზ ბაირამი არის განახლების, ახალი საწყისის, იმედების და ყველაფერი საუკეთესოს დღესასწაული, ის, რაც არ არის მხოლოდ აზერბაიჯანელი ხალხის, ესაა ზოგადსაკაცობრიო დღესასწაული. თითოეული ჩვენგანი, ჩვენს აზერბაიჯანელ და მუსლიმ ძმებთან ერთად, მთელი გულით ვიზიარებთ ამ თქვენს სიხარულს და ის ცეცხლი, რომელიც თქვენში ანთია, ჩვენც გადმოგვეცემა; მეორე, რაც მნიშვნელოვანია, საქართველოს კულტურა წარმოუდგენელია აზერბაიჯანული კულტურის გარეშე და ეს განსაკუთრებით ეხება თბილისს, რადგან მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართველები და აზერბაიჯანელები, სხვა ხალხებთან ერთად, იცავდნენ, აშენებდნენ, ავითარებდნენ ამ ქალაქს. ვაპირებთ, რომ ეს დიდი ტრადიცია, რომელიც ჩვენი წინაპრებისგან გადმოგვეცა, ასევე გავაგრძელოთ; და მესამე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად გვაქვს მხარდაჭერა აზერბაიჯანისგან, მუდამ ვგრძნობთ მათ გვერდით დგომას, განსაკუთრებით გაჭირვების პერიოდში. ეს არის უდიდესი მეგობრობა და საწინადარი იმისა, რომ ორივე ქვეყანა ვითარდება ძალიან სწრაფად და მყარად. ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს ნოვრუზ ბაირამს ვზეიმობთ ჰეიდარ ალიევის, ამ დიდი მოღვაწის სკვერში. ამ ადამიანს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ძალიან ბევრ სიკეთეში, რაც დღეს საქართველოში ხდება“, განაცხადა ილია ელოშვილმა.

 

 

ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი, ახალი წლის დღესასწაულია. მუსლიმები 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, დედამიწის გამოცოცხლებისა და სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში მწვანე ჯეჯილი უნდა იყოს. ასევე, იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული.

 

 

ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება.

 

 

ღონისძიებას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ბექა ოდიშარია დაესწრნენ.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი