იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე ჟურნალისტებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ,,თაირისი“ ესტუმრა და დაუნის საერთაშორისო დღე მიულოცა. რწმუნებულის მოადგილე და ჟურნალისტები მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთნენ და ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა ღონისძიებებში. თავის მხრივ, შშმ ბავშვებმა სპეციალურად სტუმრებისთვის მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
,,21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, ქართული ჟურნალისტიკისა და ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ერთობლივი აქცია დაგეგმა, რომლის ფარგლებშიც, ჟურნალისტებთან ერთად ვესტუმრეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს, მათთან ერთად ჩავერთეთ სხვადასხვა აქტივობებში და გავეცანით რა გარემოში უწევთ ყოველდღიურად ყოფნა და როგორია მათი სასწავლო პროცესი.
დღესვე, აქციის ფარგლებში ჟურნალისტებთან, იმერეთში სატყეო სააგანტოს თანამშრომლებთან და ბავშვებთან ერთად სიმბოლურად დავრგეთ ხეებიც. ჩვენ, მეგობრები არ ვითვლით ქრომოსომებს და მომავალში კიდევ არაერთი აქტივობის განხორციელებას ვაპირებთ“, აღნიშნა ბესიკ გოფოძემ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მე–4 წელია ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის აქციებს ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.