თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრა გამართა. ლევან იზორიამ პედრო სერანოს ვიზიტისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებსა და პარტნიორობასთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივებზე იმსჯელეს. განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის ახალი მიმართულებებით განვითარების შესაძლებლობა და სამომავლო პერსპექტივები. საუბრის ერთ-ერთი თემა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში საქართველოს კონტრიბუცია იყო. პედრო სერანოს განცხადებით, ევროკავშირი აფასებს საქართველოს წვლილს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მას თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ უმასპინძლა, სადაც ლევან იზორიამ და პედრო სერანომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. მოგვიანებით სტუმარმა თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის თემაზე - „ევროკავშირი: საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“ ლექცია წაიკითხა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.