რომან გოცირიძე: ანაკლიის პროექტი არის სერიოზული რისკის ქვეშ - როგორც ჩანს, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ ანაკლიის პროექტი ჩაშალოს
21-03-2019, 16:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ანაკლიის პროექტი არის სერიოზული რისკის ქვეშ. როგორც ჩანს, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ ანაკლიის პროექტი ჩაშალოს, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.

 


როგორც გოცირიძემ „ტვ. პირველის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას აღნიშნა, იმაზე, რომ პორტის პროექტის ჩაშლის განზრახვა არსებობს, ხელისუფლების მრავალი ქმედება მიანიშნებს.

 

 

გოცირიძე, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, პარლამენტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

 


„დღეს ასეთი მშვიდი და მონოტონური, თითქოსდა არაფრის მომასწავებელი, თითქოსდა საგანგაშო არაფერი იყო, თითქოსდა მიაძინა ყურადღება, მაგრამ მან რაც მოყვა, ეს არის ძალიან საგანგაშო ფაქტი და ჩვენ დავინახეთ მთელი სურათი, თუ რა ხდება ამ ბოლო პერიოდში, რომელსაც თიბისის საქმე უწოდეს. თუმცა, ეს არ არის თიბისის საქმე, თიბისიზე უფრო მეტად, ჩვენ დავინახეთ, რომ ზარალდება ანაკლიის პორტი და არ არის გამორიცხული, რომ მთავარი სამიზნე ანაკლიის პორტი ყოფილიყო და არა თიბისი ბანკი.... დღეს რაც დავინახეთ, არის ის, რომ ხელისუფლება ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას. ორი წლის განმავლობაში, შეუძლებელია იქ მიიყვანონ რკინიგზა და მიიყვანონ საავტომობილო გზა....

 

 

კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შესრულება-არშესრულება დამოკიდებულია ხელისუფლებასთან და ასევე, დამფინანსებლებთან და ბანკებთან თანამშრომლობაზე. ამ გრაფიკით, 2020 წლის ნოემბერში ნავსადგური უნდა იყოს გახსნილი, ამ გრაფიკთან ჩამორჩენა არ არის - როგორც ისინი აცხადებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ არის პრობლემები დაფინანსებაში, მაგრამ სამუშაოები ანაკლიის კონსორციუმმა საკუთარი კაპიტალით განახორციელა და ჩვენ ვხედავთ, რომ იქ მოხდა ფსკერის დაღრმავება და სამუშაო მოედანის შექმნა....

 

 

აქ იკვეთება სერიოზული კერძო ინტერესები. ახლა მიდის კონსორციუმის ქართველი წევრების განდევნა, მათ შორის შანტაჟისა და სისხლის სამართლებრივი საქმის აღძვრის გზით და საბოლოო ჯამში, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პროექტი განხორციელდება თუ არ განხორციელდება, 3-4-5 წლით ამ პროექტის ძალაში შესვლის ვადა გადაივადებს - ეს არის დანაშაული", განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი