21 მარტი, ქართული ჟურნალისტიკის დღე, ძველი და ახალი თაობის ხონელ ჟურნალისტებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
,,გილოცავთ პროფესიულ დღეს, განვითარებას, წინსვლასა და წარმატებებს გისურვებთ. მნიშვნელოვანი, საკმაოდ რთული და შრომატევადი პროფესიაა. ვიცი, რომ დიდ დროს და ენერგიას უთმობთ საქმეს, რომელსაც წლებია ემსახურებით. გაფასებთ და მეამაყება, რომ ხონში ჟურნალისტიკა ყოველთვის იდგა მოწოდების სიმაღლეზე და ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა", განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვალერი ბახტაძემ.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.