შეწყალების კომისიის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხობს
28-07-2015, 03:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეწყალების კომისია სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხობს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, თუ შეწყალების მოთხოვნის შემდეგ პატიმრის მიმართ განხორციელდება სამართლებრივი ღონისძიება, ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას უნდა ეცნობოს.


მისი თქმით, სასჯელაღსრულების ის დაწესებულება, სადაც პატიმარი სასჯელს იხდის პრეზიდენტის ადმინისტრაციას უგზავნის სტანდარტულ ცნობა-დახასიათებას, ხოლო დამატებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში დაწესებულებამ ადმინისტრაციას დამატებითი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.


ქორიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ლევან ბობოხიძესთან ერთად ბრალდებული კიდევ სამი პირის დახასიათებაც გამოითხოვა.


“სასჯელაღსრულების სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვეს არამხოლოდ ლევან ბობოხიძის, არამედ მასთან ერთად მსჯარდებული სამი პირის საქმეც, რადგან ამ ადამიანებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს და სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ კონკრეტულმა სასჯელაღსრულების დაწესებულებამ დადებითი სტანდარტული რეკომენდაცია მისცა მსჯავრდებულებს. შეწყალების კომისიას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა იმის, რომ მას რაიმე პოლიტიკური ნიშნით ეხელმძღვანელა. პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის განკარგულებით, პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ თუ შეწყალების მოთხოვნის შემდეგ, შეწალების აქტამდე მოხდება რაიმე ტიპის სამართლებრივი ღონისძიება ან დისციპლინური დარღვევა მსჯავრდებულის მხრიდან, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ამაზე უნდა ეზრუნა კონკრეტულ სასჯელაღსრულების დაწესებულებას და სამინისტროს, მაგრამ ასეთი რამ არ ყოფილა“, – განაცხადა ქორიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი