კახა კალაძე: დედაქალაქში ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემა გვაქვს, თუმცა არ დაგეთანხმებით იმაში, რომ მის მოსაგვარებლად არაფერს ვაკეთებთ
21-03-2019, 23:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მთავრობა ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს, რაც მომდევნო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს.

 

 

როგორც მან ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქე ნინო შავერდაშვილის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ქალაქში საკმაოდ დიდია, რომლის გამოსასწორებლად, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც განხორციელდა.

 

 

„ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა, რაც ჩვენ საქმიანობას ოფიციალურად შევუდექით. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ქალაქში ეკოლოგიური თვალსაზრისით, პრობლემა გვაქვს, თუმცა არ დაგეთანხმებით იმაში, რომ მის მოსაგვარებლად, არაფერს ვაკეთებთ. ყოველი ჩვენი მუშაობის დღე მიმართულია იმისკენ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც თითოეულ თბილისელს აწუხებს. შესაბამისად, ვმუშაობთ და მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადადგმული სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, არსებული ავტობუსების პარკი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვის თვალსაზრისით და მისი განახლება, ჩანაცვლება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსებით შვებას მოგვცემს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

„საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილებები მივიღეთ სამშენებლო მიმართულებითაც. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ რეგულაციებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მშენებლობა, როგორ უნდა ვიყოთ დაცული იმისგან, რომ ჰაერი არ დაბინძურდეს. მნიშვნელოვანია ასევე, სკვერების გამწვანება, პარკების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა. ეს ყველაფერი საერთო ჯამში, მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა მომდევნო წლების განმავლობაში გამოსწორდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

კომენტარები: 1
#1   ნინო
      
გადაიტანეთ ელიავას ბაზრობა და განიტვირთება ვახუშტის ხიდიც და დიდუბესაც ეშველოს ეგებ რა გახდა ეს ტერიტორია რომ გამწვანდეს და ქალაქი დაემსგავსოსო ქალაქს ! მიმდებარე ქუჩებზე ავტოსამრეცხაოები რომ არის გახსნილი და პროფილაქტიკები მიხედოთ და გადაიტანოთ მოცილებითქალაქიდან . ტროტუუარები არ არსებობს და მოგვხედეთ ელიავას 26-ში მცხოვრებლებს ამოდენა კორპუსი გარშემოტყმულია საბურავებით .ქვეშ ირგვლივ და მიმდებარე ტერიტორია მეორადი საბურავებით არის გარემოცული როდემდის ,,,, ხმაური ჰაერის დაბინძურება როდემდის უნდა ვითმინოთ ............გთხოვთ მოგვხედოთ და განსაკუთრებული მდგომარეობა მიაქციოთ ელიავას 26 ბაზრობის მიმდებარედ
16 ივლისი 2019 02:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი