გიორგი კვირიკაშვილი: მომავალში, მე მგონია, ლარის სტაბილურ კურსთან გვექნება საქმე
28-07-2015, 03:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ლარის კურსი წინა ნიშნულამდე არ გამყარდა, გასაკვირი არ არის, რადგან ყველა ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ადგილობრივი ვალუტა გაუფასურებულია.


"ის, რომ ლარის კურსი არ გამყარდა წინა ნიშნულამდე, გასაკვირი არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ადგილობრივი ვალუტები გაუფასურებულია და საერთო ჯამში მიმდინარეობს დოლარის გამყარება. ვხედავთ მსოფლიოში რა ტენდენციაც არის იგივე არის ჩვენს რეგიონში. ასევე, ნავთობის ფასები ისევ დაბალ დონეზე რჩება, რაც თავისთავად იწვევს იმ ქვეყნებში საინვესტიციო მადის იმ დაბალ დონეზე შენარჩუნებას, რაც ქონდა წინა პერიოდის განმავლობაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


მინისტრის განცხადებით, საქართველოს ძირითადი ინვესტორი ქვეყნები არიან ნავთობის ქვეყნები, ამიტომ საქართველოში ინვესტიციები დიდწილად დამოკიდებულია ამ ქვეყნებში საინვესტიციო მადაზე.


"ამიტომ პირდაპირ აისახება ნავთობის დაბალი ფასები ყველაფერ ამაზე. აქედან გამომდინარე ის, რომ დღეს გვაქვს 2.25-ის ფარგლებში კურსი, ჩემთვის პირადად გასაკვირი არ არის. ასევე იქიდან გამომდინარე, რომ საბერძნეთში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი უარყოფითი მოვლენები, რამაც ასევე გავლენა იქონია ფულადი გზავნილების შემოდინებაზე. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესები უკვე წარსულია, ვინაიდან ის ფაქტორები, რომელიც მე ჩამოვთვალე, გარდა ნავთობის ფასისა, ფაქტობრივად აღმოფხვრილია. საბერძნეთში, იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება. იქ ჩვენი ბევრი თანამემამულე ცხოვრობს. ამიტომ, მომავალში, მე მგონია, ლარის სტაბილურ კურსთან გვექნება საქმე. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ საკმაოდ დინამიურ რეგიონში ვცხოვრობთ და ყველანაირი გამოწვევისთვის საქართველო უნდა იყოს მზად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი