ქალაქ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლამ, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური კონკურსის ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზონალურ ეტაპს უმასპინძლა.
უფროსთა კატეგორიაში სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი პირველი მაისის საჯარო სკოლის გუნდმა - ,,ნოეს კიდობანი" 21 კითხვას გასცა სწორი პასუხი და მაღალი შედეგის გამო პირდაპირ, შესარჩევი ეტაპების და სანუგეშო ტურების გარეშე, საქართველოს მასშტაბით ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
„ნოეს კიდობანი“ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის გუნდს ,,ჯვარი მძლევარი" მცირე სხვაობით ჩამორჩა.
,,ნოეს კიდობანის" შემადგენლობაში იყვნენ: პოლინა ფილიპია (კაპიტანი), მარიამ კვიკვინია, თამაზ ბუკია, ირაკლი კვიკვინია, ქრისტინე პერტია, მეგი წოწერია, ნიკა ბუკია. გუნდი საკონკურსოდ მოამზადა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინელი ხუხიამ.
ინფორმაციას ხობის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.