ნოდარ ჯავახიშვილი: მეტრო ძალიან მნიშვნელოვანია და ამდენი ხნის დაკონსერვებული პროექტის ბოლომდე მიყვანის მცდელობა მისასალმებელია
28-07-2015, 04:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ ყველა ქალაქელს მოუნდება საკუთარი მანქანით გადაადგილება, თბილისი ამის შესაძლებლობას ნამდვილად არ იძლევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა.


ჯავახიშვილის თქმით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა.


"თბილისი იმდენად გადაიტვირთა მოსახლეობით, შეუძლებელია დახურული კვანძები გავხსნათ როგორმე, თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძალიან ინტენსიური განვითარება. თუ ყველა ქალაქელს მოუნდება საკუთარი მანქანით გადაადგილება, თბილისი ამის შესაძლებლობას ნამდვილად არ იძლევა. ამიტომ მეტრო ძალიან მნიშვნელოვანია და ამდენი ხნის დაკონსერვებული პროექტის ბოლომდე მიყვანის მცდელობა მისასალმებელია", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.


ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანურ-იტალიური ერთობლივი საწარმო „ASSIGNIA KOBRA“ შეასრულებს. პროექტს  აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია.


მეტროსადგურ „უნივერსიტეტი“, რომლის მშენებლობა 20 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს დედაქალაქის განვითარებაში. ის თბილისელებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად განტვირთავს მიწისზედა ტრანსპორტის ნაკადებს და ხელს შეუწყობს ურბანული ტრანსპორტის შემდგომ განვითარებას.


 პროექტის ფარგლებში მოხდება გვირაბების რეაბილიტაცია, მოეწყობა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, ამოსასვლელები ვაჟა -ფშაველას  გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე. გაკეთდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინაღდეგო სისტემები, გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები. მშენებლობის ხანგრძლივობა 24 თვეა.


თბილისის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით  1985 წელს დაიწყო  და  1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისათვის გაიხსნა ვაჟა-ფშაველას სადგური, სადაც დღემდე დელისსა და ვაჟა-ფშაველას შორის მოწყობილი ორი პარალელური გვირაბიდან მხოლოდ ერთი მუშაობს,  მეორე ხაზი კი  ამ დრომდე არ არსებობს. ვაჟა-ფშაველასა და უნივერსიტეტის სადგურებს შორის გვირაბები გაყვანილია, მაგრამ სამუშაოები ამ დრომდე დასრულებული არ არის.


მშენებლობის შედეგად, დელისისა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება, ხოლო დედაქალაქში არსებულ 22 მეტროსადგურს ახალი 23-ე სადგური დაემატება. მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო ფირმამ „ეუროესტუდიომ“ მოამზადა.


პროექტს  გავლილი აქვს ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსპერტიზა. ქართული ექსპერტიზის გარდა, პროექტი დამოუკიდებელმა იტალიელმა ექსპერტმაც შეაფასა. პროექტის დეტალები ასევე შეთანხმებულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი