სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული თბილისში, კოსტავას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის გამო
22-03-2019, 12:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სახანძრო მანქანა.

 

 

 

 

ცეცხლი კოსტავას 12 ნომერში მდებარე სასტუმროს შენობის სახურავს გაუჩნდა, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა. ამ დროისთვის დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის გარკვეული მონაკვეთი სრულად არის გადაკეტილი.

 


ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. შემთხვევის ადგილას ასევე იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

 


სასტუმროს შენობა მთლიანად დაცლილია. რადგან უბანი მჭიდროდ დასახლებულია, სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა სასტუმროს ახლოს მდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

 


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 250 კვ/მ ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი