„გვამებს მალავდით. ეს წარსული საქართველოში არასოდეს დაბრუნდება... ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს, რომელზეც ვერასდროს ვერ შევთანხმდებით“, უთხრა პარლამენტში ინტერპელაციის რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს და სხვებს, რომლებიც აცხადებენ, რომ „ქვეყანაში კატასტროფული კრიმინალური მდგომარეობაა“.
„დღეს თქვენ მოგიწევთ სიმართლის მოსმენა. თქვენი განცხადებები, რომ ქვეყანაში კატასტროფული კრიმინალური მდგომარეობაა, არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლე არის ის, რომ 2012 წლიდან სამართალდამცავი სისტემის მთავარი პრიორიტეტი ღიაობა გახდა და ეს სისტემა დაუბრუნდა საერთაშორისო სტანდარტებს“, აღნიშნა ბახტაძემ.
მან განაცხადა, რომ კრიმინალის ზრდა საკუთრების და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე მოდის, რომელზეც მისი თქმით, პირდაპირ ახდენს გავლენას აღრიცხვიანობის მოწესრიგება.
„მე განვაცხადე, რომ ჩვენ შორის არსებობს ღირებულებითი სხვაობები. ეს არის მთავარი ღირებულებითი სხვაობა - ჩვენთვის ადამიანი არის მთავარი - პირველი; მეორე - სტატისტიკა რასაც აჩვენებს, აჩვენებს ზუსტად იმას, რომ კრიმინოგენული ვითარება საქართველოში არ არის გაუარესებული ისე, როგორც თქვენ ცდლობთ დახატოთ; ეს არის სწორედ ის სტატისტიკა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. გვამებს მალავდით - სტატისტიკა კი არა; შეიცვალა მეთოდოლოგია და მე ეს ავხსენი. იმის მაგივრად, რომ ამ სტატისტიკაზე დაფუძნებით ჩვენ მოვისმინოთ კონკრეტული რეკომენდაციები, თუნდაც მწვავე კრიტიკა, თქვენ ახლა მე და ქართულ საზოგაოდებას მიმტკიცებთ იმას, რომ რასაც თქვენ სჩადიოდით 2012 წლამდე, ეს იყო სწორი მიდგომა. ადამიანების სიცოცხლის გაუბედურება და ჯოჯოხეთი - ეს არ არის ალტერნატივა. ალტერნატივა არის ადამიანების უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტი. კრიმინალთან ბრძოლა არ შეიძლება ხდებოდეს ადამიანთა უფლებების ხარჯზე. და ეს დაიმახსოვრეთ - ასეთი რაღაც საქართველოში აღარ იქნება არასდროს. მესამე - ჩახედეთ სტატისტიკას და თქვენ რაც განაცხადეთ, ეს არის სრული ტყუილი - რომ ადამიანებმა, რომლებმაც დატოვეს ციხე, თითქოს მათ გამოიწვიეს ამ სტატისტიკის ზრდა. ეს არის ძალიან იაფფასიანი პოპულიზმი, ბ-ნო რომან. ციფრები არის ძალიან ნათელი და წერილობითი ფორმატით მოგაწვდით - ამის პირობას გაძლევთ. და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, კრიმინალთან ბრძოლა ეს არის კომპლექსური პროცესი და ყველა ქვეყნისთვის ეს არის გამოწვევა, ჩვენზე განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი. აქ არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რომ რომელიმე ერთი კანონის მიღებით პრობლემა ერთ დღეში გვარდებოდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ არასდროს დავუშვებთ იმას, რომ კრიმინალთან ბრძოლა ხდებოდეს ადამიანთა უფლებების ხარჯზე. ჩვენ ეს გავიარეთ უკვე და ეს წარსული საქართველოში არასოდეს დაბრუნდება. ჩვენ ვიქნებით შეურიგებელნი კრიმინალთან ბრძოლაში, ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას", მიმართა ბახტაძემ გოცირიძეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.