საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლატვიის ელჩს ინგრიდა ლევრენესს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მადლიერება გამოხატა ლატვიის რესპუბლიკის ხელისუფლების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, რაც ხელს უწყობს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას. აღნიშნულ იქნა ასევე საქართველოსა და ლატვიის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებული პარტნიორობა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობა. თავდაცვის მინისტრმა რიგაში მდებარე ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობაც აღნიშნა.
მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ლატვიური მხარის მიერ გაწეული მხარდაჭერისა და ლატვიელი ექსპერტების ჩართულობისათვის.
ლევან იზორიამ ლატვიელ დიპლომატს საქართველოს ნატოსთან თანამშრორმლობის საკითხებზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ კავშირი საქართველოსა და ნატოს შორის ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, რაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მიზანს - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საბოლოო გაწევრიანებას ემსახურება.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ლატვიის თავდაცვის ატაშე, საზღვაო კაპიტანი რუდოლფა რუდზუროგა დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.