„ბ-ნო მამუკა, თქვენ ახლა სარკაზმულად მოიხსენიეთ ფრაზა - „ყველანი ციხეში". დამნაშავე, რომელიც ღირსია, უნდა იყოს ციხეში, მაგრამ თქვენ გაატარეთ სხვა პრინციპი - „ყველანი ციხიდან" და პოლიტიკური, საარჩევნო მოსაზრებით, თქვენ ათასობით ადამიანი გამოუშვით ციხიდან, რომელთა დიდი ნაწილი დღეს აწიოკებს ევროპას და მეორე ნაწილი ძარცვავს და აყაჩაღებს საქართველოს, ასე მიმართა „ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს პარლამენტში.
გოცირიძემ მთავრობის მეთაურს სთხოვა ეპასუხა კითხვაზე - იმ ადამიანებიდან, რომლებიც ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა, რამდენი მათგანი დაბრუნდა ციხეში.
„მე გუშინ იუსტიციის მინისტრს დავუსვი შეკითხვა - ის ადამიანები - ათასობით დამნაშავე, რომლებიც თქვენ ციხიდან გამოუშვით, რამდენი დაბრუნდა უკან? - სტატისტიკა არ გვაქვსო და თქვენ დღეს ამაყობთ სტატისტიკით. გთხოვთ, მიპასუხოთ, ვინაიდან ყველა უკან დაბრუნებული ციხეში ნიშნავს ჩადენილ დანაშაუალს, გაუბედურებულ ოჯახებს და ქვეყანაში, ფაქტობრივად, კრიმინოგენული ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას. გთხოვთ გვიპასუხოთ, რამდენი დაბრუნდა ციხეში?" მიმართა რომან გოცირიძემ მთავრობის მეთაურს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.