„თქვენ ამბობთ, რომ კრიმინალური მენტალიტეტის ბრალია ქვეყანაში დანაშაულის ზრდა და ვინ შექმნა ეს კრიმინალური მენტალიტეტი მაინტერესებს, თქვენმა არაფორმალურმა მმართველმა ხომ არა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქურდივით იბარებს ბიზნესმენებს საქმის გასარჩევად და ანაწილებს, ალაგებს საქმეებს ბიზნესმენებს შორის ქურდული წესებით“, მიმართა „ერთიანი ნაცონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„ბატონო პრემიერო, თქვენ განაცხადეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა თქვენს და ჩვენს შორის და მართალი ბრძანდებით. ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა და იქნება ყოველთვის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, „ნაციონალურ ოცნებას“ (წამოცდენა! სიცილი დარბაზში...), „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფო და „ქართულ ოცნებას“ შორის, რომელმაც დაამსგავსა ჩვენი სახელმწიფ სამწუხაროდ, კრიმინალურ კარტელს. მაშ თქვენ ამბობთ, რომ კრიმინალური მენტალიტეტის ბრალია ქვეყანაში დანაშაულის ზრდა და ვინ შექმნა ეს კრიმინალური მენტალიტეტი მაინტერესებს, თქვენმა არაფორმალურმა მმართველმა ხომ არა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქურდივით იბარებს ბიზნესმენებს საქმის გასარჩევად და ანაწილებს, ალაგებს საქმეებს ბიზნესმენებს შორის ქურდული წესებით, კანონის და სასამართლოს გვერდის ავლით; თუ ბატონმა ფარცხალაძემ, რომელიც ხალხს ურტყმას დაუსჯელად ქუჩაში და ხან სარდაფში ჩაყავს ხალხი საქმის გასარჩევად. ვინ შექმნა კრიმინალური მენტალიტეტი ამ ქვეყანაში თუ არა მირზა სუბელიანმა, რომელმაც დაალაგა სარალიძის საქმე ისე, რომ დღემდე ვერავის ვერ გაურკვევია ვინ მოკლა დათო სარალიძე და მამამისი დღესაც დგას პარლამენტის წინ და ელოდება პასუხს ხელისუფლებისგან“, განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.