„დღეს რომ თქვენ აქ გამოხვიდეთ ბატონო მინისტრო [გიორგი გახარია] და 5 გვამი მჭირდებაო და 12 გვამი რომ შემოიტანონ და სხვა სისტემა რომ იყოს, მაშინ ყველა გაიტრუნებოდა ამ დარბაზში“, განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კრიტიკული გამოსვლისას და ქვეყანასი გაზრდილ კრიმინალზე კომენტირებისას.
„თქვენ მთავარი პრობლემა გაქვთ ის, რომ ტერორზე არ დგას ეს სახელმწიფო. მე პრობლემას კარგი გაგებით ვამბობ. მაგრამ აი, ამ ტერორის გარეშე უნდა მოხდეს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაკონტროლება, შეზღუდვა , ეს სხვა ამოცანები და სხვა გამოწვევებია.
დღეს რომ თქვენ აქ გამოხვიდეთ ბატონო მინისტრო და 5 გვამი მჭირდებაო და 12 გვამი რომ შემოიტანონ და სხვა სისტემა რომ იყოს, მაშინ, სხვანაირი ლაპარაკი წავიდოდა კი არა, ყველა გაიტრუნებოდა ამ დარბაზში, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველაფერი კარგად არის“, განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.