გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში „თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე დეტალებში შესვლის საშუალება ექნება
22-03-2019, 15:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე წერილით მიმართვა შედგებოდა“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარამ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.

 


„კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე წერილით მიმართვა შედგებოდა. ამ საქმესთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში მექნება დეტალებში შესვლის საშუალება. კიბერთავდახმის ის ლოკაცია (გახარიამ დააკონკრეტა, რომ ეს თბილისში, რუსთაველის 12 ნომერი იყო) უკვე აღმოჩენილი იყო, ვიდრე ჩვენ წერილს მივიღებდით ამ კონკრეტული ადრესატისგან, აღმოჩენილი იყო და გარდა ამისა, უკვე საფრთხეც იყო ლიკვიდირებული და ამ დეტალებზე საუბრის საშუალება მექნება და გავშლი ამას“, განაცხადა გიორგი გახარიამ, რომელმაც მედიასთან კომენტარი კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

 

 

„ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც ჩვენ მივედით შინაგან საქმეთა სამინისტროში, სრული პასუხისმგებლობით და ზუსტად ვიცოდით, რა მოყვებოდა ამას. ვთქვით, რომ იმისთვის, რომ პრობლემა მოგვაგვაროთ, ეს პრობლემა ობიექტურად უნდა შევაფასოთ. და სწორედ ამიტომ, ავიღეთ ვალდებულება და მაშინ ბევრი არ იჯერებდა ამას, რომ პირველი რასაც გავაკეთებდით, ეს იქნებოდა სტატისტიკის სრულყოფილი გამოქვეყენება, რაც დავიწყეთ და გავაკეთეთ. გარწმუნებთ, რომ სრულად ვიაზრებდით, რამხელა პოლიტიკურ ინსტრუმენტს და რამხელა წნეხის საშუალებას ვაძლევდით პოლიტიკურ ოპონენტებს, მაგრამ ეს გავაკეთეთ....

 


მძიმე დანაშაულში ჩვენ გვაქვს ან უცვლელი მონაცემები ან კლება, ისეთი დანაშაულები, როგორიცაა დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა, ყაჩაღობა, სხეულის მძიმე დაზიანება - აქ ჩვენ გვაქვს კლება. უფრო მეტიც, რომ აიღოთ 2001 წლის სტატისტიკა და შეადაროთ 2017-2018 წლებს, ნახავთ, რომ მკვლელობებში და ყაჩაღობებში ასეთი დაბალი მაჩვენებელში ამ წლების განმავლობაში ბუნებაში არ ყოფილა.

 

 

რაც შეეხება ობიექტურ გარემოებას, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ზოგიერთი მიმართულებით ჩვენ გვაქვს მატება, მაგალითად ქურდობის მიმართულებით, ოჯახში ძალადობის მიმართულებით, ისეთი დანაშაულების მიმართულებით, რომლებიც საერთოდ არ აღირიცხებოდა - მაგალითად, მუქარის მიმართულებით. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, შსს სრული გააზრებით დღევანდელი მდგომარეობით, გეგმავს მუშაობას, გეგმავს რეფორმების გატარების თანმიმდევრულობას და ყოველდღიურად, მდგომარეობიდან გამომდინარე, მოქმედებს ისე, როგორც საჭიროა.

 


ახლა რაც შეეხება იმ აჟიოტაჟს, რომ კატასტროფული მდგომარეობაა - მეგობრებო, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მთელ ჩემს გუნდთან ერთად, თითოეულ პოლიციელთან ერთად, რომელიც დღესაც აქ ჩემსავით ელოდებოდა შინაარსობრივ საუბარს, ხელისუფლება, მათ შორის პარლამენტი და ოპოზიციაც, რომელიც ხელისუფლების ნაწილია, მხარს დაუჭერს და დისკუსიაში შევა შინაარსობრივ ნაწილში, როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა, მივიღეთ პოლიტიკური განცხადებები, რაც მისაღებია ასევე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ სტატისტიკური მონაცემები მძიმე დანაშაულის ნაწილში არის პოზიტიური. მე ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით ვამბობ, რომ დღეს შინაგან საქმთა სამინისტრო და პოლიცია პრინციპულად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება ჩვენს ქუჩებში და ასევე დანაშაულის მიმართულებით, თუმცა ასევე აღიარებს, რომ ისეთი დანაშაულების ნაწილი, როგორიც არის ქურდობა, ოჯახში ძალადობა, მუქარა და კიდევ ბევრი, ჩვენ გვაქვს გარკვეული ზრდა", განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი