წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლების რიონისა და ზარათის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ, მერის მოადგილემ ალეკო დადუნაშვილმა, მერიის წარმომადგენელმა რიონის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ელბაქიძემ დაათვალიერეს.
სოფლების რიონისა და ზარათის დამაკავშირებელი 3 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება.
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება. სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს როგორც ქალაქში ასევე სოფლებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაცული იყოს ვადები და კონტროლდებოდეს ხარისხი“ განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.