საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. რულოვსი არჩევნებზე კენჭს „გაერთიანებული ოპოზიციის" სახელით იყრის.
როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სანდრა რულოვსმა, რომელიც კენჭს ზუგდიდში იყრიდა, არჩევნები მოიგო.
„ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ საკმაოდ სწრაფად - ეს არის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი. გაერთიანებული ოპოზიციისა და ქალბატონი სანდრას სურვილები ერთმანეთს დაემთხვა იმიტომ, რომ თვიდანვე ქალბატონ სანდრას უნდოდა, გაერთიანებული ოპოზიციის მანდატით ყოფილიყო წარდგენილი ზუგდიდში, როგორც კანდიდატი. მინდა გაგახსენოთ, რომ ქალბატონმა სანდრამ ზუგდიდში არჩევნები მოიგო და ისე იყო ეს არჩევნები გაყალბებული, რომ მან უარი განაცხადა პარლამენტში სიით შესვლაზე", განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.