ვაკის გამგეობის ინიციატივით, რაიონის ტერიტორიაზე არსებული ხუთი საბავშვო ბაღის ეზოში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.
გზის საფარი N1 ბაგა-ბაღის - ფალიაშვილის N38 ა-ში, N27 საბავშვო ბაღის - შავიშვილის N5-ში და N83 ბაღის ეზოში - ვაჟა-ფშაველას N49-ში განახლდა. ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, ასევე, ვაჟა-ფშაველას N71-სა და ნუცუბიძის V მიკრორაიონში მდებარე N85 და N201 ბაღების ეზოებში.
ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში გიორგი მუსხელიშვილი სამუშაოების შედეგებს გაეცნენ და საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდნენ.
„ვაკის რაიონის გამგეობამ გასულ წელს გზის საფარი სამი ბაღის ეზოში განაახლა. მიმდინარე წელს კი საგზაო ინფრასტრუქტურა ხუთი საბავშვო ბაღის ეზოში მოვაწესრიგეთ. ასევე, განვათავსეთ საპარკე სკამები. შემდგომში, ბაღების გადაწყვეტილებით, საბავშვო მოედნებზე რბილი საფარი დაიგება. ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან საუბარია ბავშვებზე და მათ უსაფრთხოებაზე. აღნიშნულ ბაღებში გზის საფარი ათობით წლის განმავლობაში, უმეტეს შემთხვევაში კი, დაარსებიდან არ განახლებულა“, განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.
აღსანიშნავია, რომ N27 საბავშვო ბაღში 500 აღსაზრდელი სწავლობს, N83 ბაღში - 433 ბავშვი, N85-ში - 312 აღსაზრდელი, N201-ში და N1-ში კი, 177 და 408 აღსაზრდელი.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.