ირაკლი კობახიძე: „ის კატეგორიები, სადაც დანაშაულის სტატისტიკა იზრდება, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და სათანადო ცვლილებები სჭირდება“
22-03-2019, 18:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის კატეგორიები, სადაც იზრდება დანაშაულის სტატისტიკა. ბუნებრივია, ამას სჭირდება სათანადო მუშაობა და ცვლილებები“, განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

 

 

პარლამენტში დღეს, ინტერპელაციის წესით, პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს, რომელმაც ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე ისაუბრა.

 

 

„ჩვენ მოვისმინეთ დღეს ინფორმაცია პრემიერმინისტრისგან და მას ახლდა შინაგან საქმეთა მინისტრი. არის გარკვეული კატეგორიები დანაშაულების, სადაც არის მზარდი სტატისტიკა. არის კატეგორიები, სადაც არის შემცირებული. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის კატეგორიები, სადაც იზრდება სტატისტიკა და ეს საჭიროებს, განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენი მხრიდან და ბუნებრივია, ამას სჭირდება სათანადო მუშაობა. ამას სჭირდება ცვლილებები. შინაგან საქმეთა სამინისტროში იცით, რომ გიორგი გახარია ამ ცვლილებებს ახორციელებს დღიდან მისი დანიშვნისა და ეს საბოლოო ჯამში, უნდა აისახოს, რა თქმა უნდა, აუცილებლად სტატისტიკაზე“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კითხვაზე, იგეგმება თუ არა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გამკაცრება, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ეს მსჯელობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.

 

 

„ამაზე მსჯელობა არის, ზოგადად, საჭირო. რა მოხდება, კონკრეტულად როგორ შეიცვლება კანონმდებლობა, ამას ვერ გეტყვით. თუმცა, ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამსჯელო საკითხი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი