ქვემო სვანეთის მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. მცირე ჰესის „ხელედულა 3“-ის მშენებლობის საკითხზე ლენტეხში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა.
ლენტეხში ჩასულ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავას, სოზარ სუბარსა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, რომლებსაც „ხელედულა 3“-ის მშენებლობასთან დაკავშირებული პროექტის საჯარო განხილვა უნდა გაემართათ, ადგილობრივებმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.
ქვემო სვანეთის მოსახლეობა აცხადებს, რომ ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად კომპანია გვირაბების მოწყობას გეგმავს იმ ტერიტორიაზე, სადაც მეწყერული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.
„ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ეს ჰესი არ გაკეთდეს. ეს მთავრობაც წავა, სხვა მთავრობაც წავა და ეს ჰესი არ გაკეთდება", უთხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა სოზარ სუბარს.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობა ადგილობრივ მცხოვრებლებს არ დააზარალებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.