წყალტუბოში წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნა
22-03-2019, 19:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოში წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები მიიღო და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 15 წყალტუბოელი ახალგაზრდა კი, ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაემგზავრა, სადაც წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები წყალტუბოს უნიკალური სამკურნალო წყლის შესახებ.

 


,,დღეს ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე შეახსენებს ყველას, რომ რაციონალურად და ეკონომიურად უნდა გამოვიყენოთ წყლის რესურსები. წყალტუბო და საირმე სამკურნალო კურორტებია, ჩვენ 2017 წელს გავხდით „ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის" წევრები, მონაწილეობა მივიღეთ „ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების გენერალურ ასამბლეაში, დავესწარით მნიშვნელოვან შეხვედრებსა და პრესკონფერენციებს. რაც ვფიქრობ სასიკეთოდ აისახება სამკურნალო ტურიზმის განვითარებაზე'', განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

 


ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ,,პრომეთეს’’ მღვიმის საკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც გაიმართა პრეზენტაციები წყალტუბოსა და ბაღდათის სამკურნალო წყლების თემებზე. ა(ა)ი.პ წყალტუბოს მუნციპალიტეტის ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის’’ ეკოლოგიის წრის (ხელმძღვანელი ცირა ბერეკაშვილი) წევრებმა, სკოლა ,,ოცნების’’ X კლასის მოსწავლეებმა: მარიამ კუხალაშვილმა, ქრისტინე ფანცხავამ, ნონა აკიმჩევმა თავიანთ პრეზენტაციებში საზოგადოებას გააცნეს მასალები წყალტუბოს ისტორიისა და კარსტული მღვიმეების შესახებ.

 


ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრში’’ გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ახალგაზრდებს წარუდგინეს პრეზენტაციები წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.

 


სტუმრებმა დაათვალიერეს ბალნეოლოგიური ცენტრი „Be healthy“-ი და „ბალნეოკურორტი წყალტუბო“.

 


წყლის საერთშორისო დღესთან დაკავშირებით წყალტუბოში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარება მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურმა უზრუნველყო.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი