ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან გასცა ბრძანება, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახლახან დაწესებული სანქციების მოხსნას ითვალისწინებს.
„თვითერზე“ გაკეთებულ განცხადებაში ტრამპმა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ „დამატებითი ფართო მასშტაბის სანქციების“ გაუქმების შესახებ აღნიშნა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელი სანქციები იქნება გაუქმებული.
„დღეს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადდა, რომ ჩრდილოეთ კორეაზე უკვე არსებულ სანქციებზე დამატებით ფართო მასშტაბის სანქციები იქნება დაწესებული.
მე გავეცი ბრძანება, რომ ეს დამატებითი სანქციები მოიხსნას!“ - დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.
თავის დროზე უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა ფინანსთა სამინისტროს სანქციებს „მნიშვნელოვანი“ უწოდა.
თეთრი სახლის პრეს მდივანს სარა სანდერსს არ დაუკონკრეტებია თუ რომელი სანქციების შესახებ საუბრობდა პრეზიდენტი. მან თქვა: „პრეზიდენტ ტრამპს მოსწონს თავმჯდომარე კიმი და იგი არ ფიქრობს, რომ ეს სანქციები საჭიროა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.