საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ერაყის რესპუბლიკის ქ. მოსულთან ახლოს, მდინარე ტიგროსზე ბორანის ჩაძირვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მწუხარებას 2019 წლის 21 მარტს ერაყის რესპუბლიკის ქ. მოსულთან ახლოს მდინარე ტიგროსზე ბორანის ჩაძირვასთან დაკავშირებით, რასაც შეეწირა 90-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის ქალების და ბავშვების.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ერაყის მთავრობას და ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს და დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაღუპულთა შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ბორანზე დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფებოდა.
მოსულის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, ბორანზე მყოფთაგან უმეტესობამ ცურვა არ იცოდა.
94 დაღუპულთა შორის 19 ბავშვი და 61 ქალია. მაშველებმა 55 ადამიანი გადაარჩინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.