გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის მმართველობისას 10 000 შემთხვევაა ქონების გადაფორმების, დღეს კი „სახელმწიფოს ერთადერთი ინტერესია ბიზნესის მხარდაჭერა იქ, სადაც ბიზნესი ამის საშუალებას იძლევა“
23-03-2019, 10:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გამოძიების დასადგენი საკითხია ჩაიყვანეს თუ არა ლევან ყიფიანი სარდაფში და ეს გამოძიება შეიძლება გაგრძელდეს იმდენ ხანს, „რამდენი ფორმალური იურიდიული საფუძველიც ამ გამოძიების არსებობს“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „პირველებში“.

 


„ლევან ყიფიანს ჰკითხეთ და გიპასუხოთ, ჩაიყვანეს ის სარდაფში თუ არა. არ დავინტერესებულვარ“, აღნიშნა გახარიამ. მანამდე კი მან სააკაშვილის ხელისუფლების დროს ქონებების მასობრივი გადაფორმების შესახებ განაცხადა.

 


„ობიექტური რეალობა რა არის იცით? 2012 წლამდე 10 000 შემთხვევაა ქონების გადაფორმების და მიდით და ახლა ნახეთ. ჩეულებრივი თემაა. თქვენ არ გინდათ რუტინული სამუშაო გააკეთოთ, წახვიდეთ, მოიძიოთ ინფორმაცია და გირჩევნიათ ვიღაცის ფარულ ჩანაწერებს მოუსმინოთ და გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს არის ინფორმაცია“, განაცხადა გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ „სახელმწიფოს ერთადერთი ინტერესია ბიზნესის მხარდაჭერა იქ, სადაც ბიზნეს ამის საშუალებას იძლევა“.

 


„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად დღეს ამ ქვეყანაში. ობიექტური რეალობიდან გამომდინარე გეუბნებით, რომ დღეს სახელმწიფოს ერთადერთი ინტერესია ბიზნესის მხარდაჭერა იქ, სადაც ბიზნესი ამის საშუალებას იძლევა და მეორე, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ბიზნესის ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი წარმომადგენელი ამას იყენებს კონკრეტული ფინანსური ინტერესებისთვის - გარკვეული ვალდებულებებისგან თავის ასარიდებლად, გადასახადის და ა.შ. და კიდევ ბევრი რაღაცა ხდება. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. თქვენ რომ ერთი დღე მაინც გემუშავათ ბიზნესომბუდსმენის აპარატში, ნახავდით რომ 10 მოსული განცხადებიდან 5 არის მცდელობა „დაზარალებულად“ თავის გასაღების“, განაცხადა გახარიამ და „ომეგასთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას თქვა, რომ ეს „ჭორებით“ გარკვეული აზრის შექმნის მცდელობაა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი