ესპანეთის სამეფოში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დასრულდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის აპრილში ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ - კონგრესმა მოახდინა შეთანხმების ავტორიზაცია, რის შემდგომაც 27 მაისს მოხდა მისი რატიფიცირება სენატში. საბოლოოდ, რატიფიცირების პროცესი დასრულდა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ის მიერ ივლისის შუა რიცხვებში ხელმოწერის დასმით, რაც ოფიციალურად ბრიუსელს 28 ივლისს ეცნობა.
ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება უკვე 24 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.