100-ზე მეტი ადამიანია მოკლული ცენტრალურ მალიში სოფელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. შეიარაღებულმა მამაკაცებმა ქვეყნის მოპტის რეგიონში მდებარე სოფელი ოგოსაგოუ ალყაში მოაქციეს ვიდრე თავიანთ სახლებში მყოფ ადამიანებს თავს დაესხმებოდნენ.
შაბათს განხორციელებული თავდასხმის სამიზნე ფულანის ეთნიკური თემი იყო. საშინელი თავდასხმის მსვერპლნი „ცეცხლსასროლი იარაღით და მაჩეტებით“ იქნენ მოკლული, უთხრა ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების ოფიციალურმა პირმა ახალი ამბების სააგენტო „AFP“-ს.
მეზობელი სოფლის, ოუენკოროს მერმა, ჩეიკ ჰაროუნა სანკარემ თავდასხმას „მასობრივი ხოცვა-ჟლეტა“ უწოდა.
როგორც BBC იუწყება, „დოგონის“ მონადირეებსა და ნახევრად მომთაბარე „ფულანელ“ მწყემსებს შორის შეტაკებები შესაძლოა მიწა-წყალზე გავლენის მოპოვების გამო მოხდეს.
„დოგონები“ ასევე „ფულანელებს“ ჯიჰადისტურ დაჯგუფებებთან კავშირში სდებენ ბრალს. „ფულანელები“ კი ამტკიცებენ, რომ მათზე თავდასხმის მიზნით მონადირეები მალის სამხედროებმა შეაიარაღეს.
გასულ წელს ასეულობით ადამიანი დაიღუპა დოგონის მონადირეებსა და ფულას ეთნიკურ ჯგუფს შორის შეხლა-შემოხლისას.
პარასკევს, მალიში ბაზირებულმა „ალ-ყაიდას“-თან აფილირებულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ გასულ კვირას მან განახორციელა თავდასხმა სამხედრო ბაზაზე, რომლის დროსაც 20-ზე მეტი ჯარისკაცი იქნა მოკლული.
დაჯგუფებამ აღნიშნა, რომ ეს თავდასხმა ფულანელი მწყემსების წინააღმდეგ ძალადობის პასუხი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.