ნიკა მელიამ განაცხადა, რომ იწყებენ „საყოველთაო მობილიზაციას და გაერთიანებას საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად“
24-03-2019, 15:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„დღეს ჩვენ ვიწყებთ მზადებას ჩვენი ქვეყნის გადამწყვეტი ეტაპისათვის. ვიწყებთ საყოველთაო მობილიზაციას და გაერთიანებას საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე ნიკა მელიამ.

 


„მზად უნდა ვიყოთ არა მარტო ამჟამინდელი ხელისუფლების დასამარცხებლად, არამედ გამარჯვების მეორე დღესვე სწრაფი და წარმატებული რეფორმების განსახორციელებლად... „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში, როცა არ უნდა ჩატარდეს იგი“, აღნიშნა მელიამ.

 

 

„ნაციონალური მოძრაობა არის ის პოლიტიკური ოჯახი, რომელმაც ქვეყანა ამბიციურ, სამაგალითო რეფორმატორ სახელმწიფოდ აქცია, რომელმაც ქვეყანაში დაამარცხა კორუფცია და კრიმინალი; ბიძგი მისცა უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას, წამოიწყო გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც არის მაგალითაც „ლაზიკის“ პორტი ანაკლიაში, ერთიანი ეროვნული გამოცდები, იუსტიციის სახლები და სხვადასხვა მრავალი და მრავალი წარმატებული რეფორმები და პროექტები. არადა გავიხსენოთ როგორი სახელმწიფო ჩაიბარა ამ პოლიტიკურმა პარტიამ, ძალიან მოკლედ და მარტივად გავიხსენოთ - ქვეყანა, სადაც არც წყალი იყო, არც გაზი იყო, არც ელექტროენერგია, არც ბენზინი და არც ხელფასი, არაფერი არ იყო - არა პოლიცია, არა ჯარი, არანაირი სახელმწიფო ინსტიტუციები... არ იყო იმედი იმისა, რომ ოდესმე შეიცვლებოდა რაიმე ხალხის საკეთილდღეოდ ამ ქვეყანაში. აი, მაგალითად გავიხსენოთ, აღარ იყო იმედი იმისა, რომ პაციენტი მივიდოდა ექიმთან გაყინულ და უშუქო საავადმყოფოში და მას არ ჰქონოდა ვალდებულება, რომ საწვავის, ე.წ. დვიჟოკისთვის, პირადად მას, პაციენტს არ მიეტანა და ბოლოს მკურალობის შემდეგ ფული საავადმყოფოს სალაროში შეტანის ნაცვლად ექმიმისთვის ხალათში არ ჩაედო, რომელიც თანაბრად ორივესთვის იყო უკიდურესად დამამცირებელი, როგორც ექიმისთვის, ასევე პაციენტისთვის.

 

 

მაგალითად, აღარ იყო იმედი იმისა, რომ ე.წ. მაშინდელი პოლიცია არ გაგაჩერებდა და შენ ქრთამი მისთვის არ უნდა გადაგეხადა, არ გქონდა უბრალოდ ამის იმედი. კარგად გავიხსენოთ, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით, ხომ? აღარ გქონდა იმედი იმისა, რომ შენ აღარ მიხვიდოდი საჯარო დაწესებულებაში და ქრთამის საჯარო მოხელის სამუშაო მაგიდის უჯრაში ჩადებას არ მოგთხოვდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ შენივე კუთვნილი სერვისი მიგეღო სახელმწიფოსგან. ერთი სიტყვით, ეს იყო შეუმდგარი სახელმწიფო, სადაც უცხოელისთვის სტუმრად ჩამოსვლაც კი იყო საშიში და რისკებთან დაკავშირებული და რატომ? იმიტომ, რომ არსებოდა რისკი, რომ მას ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცებდნენ და ეს, საქართველოში, გახსოვთ, ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესი გახლდათ“, განაცხადა მელიამ.

 

 

ნიკა მელიამ პარტიის ყრილობაზე, რომელიც ელექტრონული კენჭისყრით ახალ თავმჯდომარეს ირჩევს, თქვა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო პასუხისმგებლობა შეცდომებზე და მათ შორის სასამართლო სისტემაში დაშვებულ შეცდომებზე და მან „პირველად საქართველოში, მშვიდობიანი გზით გადასცა ხელისუფლება გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას, რაც არ უნდა დააკნინოს ეს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ“.  

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ „ძალაუფლებით გაბოროტებული ოლიგარქი“ ქვეყანას მართავს, როგორც „საკუთარ კორპორაციას“.

 

 

„ჩვენ ვიხილეთ ძალაუფლებით გაბოროტებული ოლიგარქი, რომელიც ქვეყანას, როგორც საკუთარ კორპორაციას მართავს, საკუთარ კარ-მიდამოდ აღიქვამს, ახდენს ინსტიტუტების დაკნინებას და მონოპოლიზებას - უბრალოდ ფეხქვეშ თელავს სახელმწიფო ღირსებას“, თქვა მელიამ.

 

კომენტარები: 1
#1   diana
      
ნიკანორაუდღეურო,რამდენი ცადეთ ღნაცებმა და ხალხი ვერ მოაგროვეთ. ვერც ახლა მოაგროვებთ ოჯახის წევრების გარდა და დააყენეთ ერთი ადგილი!
დაიღალა ხალხი თქვენი ხუნტრუცით! შეუშვით მაგ გამოგნაცებულ თავში,რომ ხალხს ეზიზღებით!
ბჯოს! am
28 მარტი 2019 12:46
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი