სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, გვაახლოებს საქართველოს განადგურებას და ქვეყნის აღსასრულს
24-03-2019, 15:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, გვაახლოებს საქართველოს განადგურებას და ქვეყნის აღსასრულს“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირდაპირი ჩართვისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

 


„რა თქმა უნდა საქართველო დიდ განსაცდელშია. ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, ყოველი დღე გვაახლოებს... საქართველოს განადგურებასა და რეალურად ჩვენი ქვეყნის აღსასრულს. ამიტომ, მე ჩემს თავს ვეკითხები და თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ, აი, დღეს რა გავაკეთე იმისათვის, რომ დღეს საქართველო გამოვისხნათ ივანიშვილის მარწუხებისგან“, განაცხადა სააკაშვილმა.

 


„ივანიშვილმა დახურა „დელტა“ და გახსნა ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკა“, აღნიშნა სააკაშვილმა იმ გაჩერებულ პროექტებზე საუბრისას, რომელიც თავისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო.

 

 

მან დაბეჯითებით თქვა, რომ უახლოეს მომავალში „ქვეყნის მართვა ჩამოერთმევა უწიგნურ, ურჩხულ ოლიგარქს“. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი