„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ პარტიის რიგით მე-8 ყრილობაზე შეკრებილმა დელეგატებმა გრიგოლ ვაშაძე ელექტრონული კენჭისყრის გზით, ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. იგი ერთადერთი კანდიდატი იყო.
კენჭისყრის გამართვამდე ვაშაძემ თქვა, რომ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ „ამ სახელოვანი პარტიის თავმჯდომარის კანდიდატის პოსტზე“ აღმოჩნდებოდა.
„მესამე პრეზიდენტის ვითომ მოლოდინი და იმის ჩამოსვლის მოლოდინი უკვე უსაქმურობის გამამართლებელ საბუთად არავისგან არ მიიღება“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ვერასოდეს ვიფიქრებდი, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამ სახელოვანი პარტიის თავმჯდომარის კანდიდატის პოსტზე აღმოვჩნდებოდი და ახლაც ვერ გამიგია აქ როგორ აღმოვჩნდი, სიმართლე გითხრათ... მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან მძიმე ტვირთი არის, მაგრამ ვეცდები თქვენის დახმარებით ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ როგორც 2017 წელს ქუთაისში და როგორც 2018-ში საპრეზიდენტო არჩევნების დროს“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისი თქმით, არასოდეს არ უნდა იყოს დავიწყებული 2003 წლის ვარდების რევოლუცია და პარტიაში დაბრუნებული უნდა იყვნენ დამსახურებული ადამიანები. „ფინანსები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი, თუმცა ფინანსების მოზიდვა აუცილებელია, რადგან ოლიგარქს შიშველი ხელებით ვერ დავამარცხებთ“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და დასძინა, რომ მოქალაქეს მობეზრდა „ქართული ოცნების“ ლაყბობა და მას სურს „გაიგოს ციფრები და ფაქტები“.
„რამდენ მოქალაქესაც შევხვდებით და რამდენ მოქალაქესაც ჩამოვართმევთ ხელს, იმდენი ხმა გვექნება, ამას ვერავითარი ტელევიზია და „ფეისბუქი“ ვერ ჩაანაცვლებს“, აღნიშნა ვაშაძემ და დაამატა:
„ახლა 7 წელია ოპოზიციაში ვართ მეგობრებო. უნდა შევიგნოთ მარტივი რამ: ერთობა, დისციპლინა, ყოველდღიური მუშაობა და ჩართულობა. ნუ მოვითხოვთ ინსტრუქციებს. ჩვენ უნდა შევთავაზოთ პოლიტსაბჭოსაც და რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ინიციატივები იმიტომ, რომ სხვაგვარად არაფერი არ გამოვა და მესამე პრეზიდენტის ვითომ მოლოდინი და იმის ჩამოსვლის მოლოდინი უკვე უსაქმურობის გამამართლებელ საბუთად არავისგან არ მიიღება“, განაცხადა ვაშაძემ.
მას ასევ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიაზე მიდის დაუფარავი შეტევა, რადგან მისი ავტორიტეტის ეშინიათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.