ამირან სალუქვაძე: „ბოლო 15-20 წლის მანძილზე რაც შენდება, ძალიან დიდი ნაწილი საფრთხის შემცველია“
25-03-2019, 09:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბოლო 15-20 წლის მანძილზე რაც შენდება, ძალიან დიდი ნაწილი ოღრო-ჩოღროდაა აშენებული, რაც საფრთხის შემცველია. მშენებელთა დიდ ნაწილს (მეგობარ მშენებლებს ნუ ეწყინებათ, მათ არ ეხებათ) არ შეუძლიათ საყრდენი ბოძების ვერტიკალურად ჩასხმა, არც თარაზო აქვთ, არც თანამედროვე ტექნიკური საშუალებები...“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

 

 

 


„გასაკვირია და ძვირადღირებული კორპუსები, სასტუმროები, კომერციული ფართებიც კი, არ ჩამოვთვლი, არასწორადაა აშენებული. არავინ იცის რა სიმძლავრის მიწისძვრებს გაუძლებს.

 


წარმოგიდგენიათ რამდენი ათასი ტონა ტვირთია ერთი შენობა, განსაკუთრებით შესახლების შემდეგ, და რას ნიშნავს სიმძიმის ცენტრის გადახრა?

 


ერთი გზაა, - ზედამხედველობის სამსახურებმა სართულ-სართულ უნდა ჩაიბარონ შენობები და დარღვევების შემთხვევაში მოანგრევინონ. არასწორად ააშენებენ, ისევ მოანგრევინონ.

 


რაც შეეხება უკვე აშენებულ კარკასებს, სანამ ამოაშენებენ, მანამდე შემოწმდეს და ჩატარდეს გამაგრებითი სამუშაოები.

 


მსგავსი შენობები მიმდებარე ტერიტორიებსაც და გამვლელებსაც შეუქმნის საფრთხეს, თუ რამე მოხდა.

 


ერთი რამ მიკვირს, ადამიანს ამხელა ბიზნესი ჰქონდეს, 9,12 ან 23 სართულიან კორპუსებს აშენებდეს და სწორად შენება არ შეეძლოს...“, წერს ამირან სალუქვაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი