ზურაბ ქადაგიძე: სპეციალურად ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია
28-07-2015, 07:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელის, ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მიზანმიმართულად ხორციელდება.


როგორც ქადაგიძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ქალაქის მასშტაბით, 19 ივლისს "პანორამა თბილისის" წინააღმდეგ გამართული აქციის დროს გამოყენებული უხამსი შინაარსის პლაკატების გაკვრა იგეგმება.


„არსებობს გეგმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში დამუშავდა, რომ თბილისში უხამსი შინაარსის მატარებელი პლაკატების განთავსება უნდა მოხდეს. ეს ადამიანები იმ დონეზე არიან, რომ არანაირ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე საუბარი არ არის. საუბარი არაა, ასევე, თუ რამხელა ინვესტიციაზე და პროექტზეა საუბარი "პანორამა თბილისის" განხორციელებით. სპეციალურად ხდება  სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია, კერძოდ კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაცია. გარკვეული ჯგუფები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ  პოლიციასთან დაპირისპირებაში შევიდნენ, რის შედეგადაც, ისინი იტყვიან, რომ პოლიცია პოლიტიზირებულია. მე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასეთი ქმედებების დროს უმკაცრესი ნორმები იქნას გამოყენებული. 19 ივლისის აქცია კი „ნაციონალური მოძრაობისგან“ მართული აქცია იყო“, - აღნიშნა ქადაგიძემ.

 


მისი თქმით, უკრაინაში, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან იგეგმება სხვადასხვა ინსტიტუტის დისკრედიტაციის გეგმა, ერთ-ერთი კი ეროვნული ვალუტის დისკრედიტაციის გემგაა.



„10 კაციანი ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციაში, უკრაინაში სისტემატიურად ჩაბრძანდება, სადაც ისინი ერეთობლივად გეგმავენ, როგორ მოახდინონ სხვადასხვა ინსტიტუტების დისკრედიტაცია. კონკრეტულად ერთი ასეთი ფაქტის შესახებ შემიძლია გითხრათ. ცოტახანში ქალაქში  ფულის კუპიურები გავრცელდება, რომელებზეც სხვადასხვა წარწერები იქნება გამოსახული, მათ შორის „წადი ბიძინა“ და სხვა. ეს არის ფულის კუპიურის დამახინჯების მცდელობა, რაც მიზანმიმართული კამპანიაა, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ პირადი ინტერესები იქნას დაკმაყოფილებული. მე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას შესაბამის  უწყებებს, მაქსიმალურად სწრაფად და კანონის უმკაცრესი ზომით იქნას მოკვლევა დაწყებული. ჩვენ ორგანიზაციის სახელით კი  დღესვე წერილობითი სახით მივმართავთ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ეს ფაქტები გამოძიებული იქნას“, - განაცხადა ქადაგიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი