„ჩემ ასაკში, როდესაც უკვე შვილიშვილების ბაბუა ხარ, ელოდები ასეთ დაძახებას - ბაბუ - რომ დაგიძახებენ და მთელი შენი მინავლებული ენერგია უცებ თავს მოიყრის, აცხადებს მთაწმინდის ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ცნობილი ექიმი ლადო კახაძე, რომელიც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა.
„ამ დიდებულ ძალაში, ამ გამართულ ძალაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ბევრი ახლობელი მყავს. მართალი გითხრათ, პირადად ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, რომელიც დღეს გამოვლინდა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, რომლებსაც ჯერ კიდევ მშობლების მიმართ პატივისცემა და წინაპრების მიმართ დიდი კდემა არ დაგვიკარგავს", უთხრა ჟურნალისტებს კახაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.