თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ, სადაც მერის წარმომადგენელთან, სოფლის დეპუტატთან და მომწოდებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად სასმელი წყლის მაგისტრალი დაათვალიერეს.
„კვახჭირში წყლის სისტემის მოსაწყობად 2017-2018 წლებში 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ჯორჯიან პლასტიკმა“ აწარმოა და წყალი მიიღო 520-მა კომლმა. რამდენიმე უბანში მოხდა წყლის მიწოდების შეფერხება, რომელიც მცირე პროფილაქტიკური სამუშოების ჩატარების შემდეგ აღმოიფხვრა და წყლის მიწოდება შეუფერხებლად გაგრძელდა. მიმდინარე წელს სამუშაოები ჩატარდება და წყალს მიიღებს ბარდუბნის, სიქთარვისა და ზედა სიმონეთის მოსახლეობა“, აღნიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, როგორც ამას მერიის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.