თბილისში 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა ამოქმედდა
25-03-2019, 13:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს.

 

 

ამ ეტაპზე, თბილისში არსებულ ვიდეოკამერებს კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც კამერიდან კამერამდე არსებულ სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს.

 


შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2204 ვიდეოკამერა, მათ შორის 829 ნომრის ამომცნობი, 1375 კი ზოგადი ხედვის კამერა. საშუალო სიჩქარის კონტროლის სექციებით გადაფარულია საავტომობილო გზების 432 კილომეტრი.

 


აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დასაწყისში, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 170 ვიდეოკამერა ფუნქციონირებდა.

 


თბილისში სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:

 


1. მარშალ გელოვანის მოედნიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირომდე, გიორგი სააკაძის 1-ელ შესახვევამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

 


2. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და სამტრედიის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

 


3. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და სამტრედიის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

 


4. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

 


5. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

 


6. მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის კვეთიდან მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის მე-2 შესახვევის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ).

 


7. მოსკოვის გამზირის N25-დან მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის მე-2 შესახვევის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ).

 


8. მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის მე-2 შესახვევიდან მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ).

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი