საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ახალი ხიბულისა და გაღმა საჯიჯაოს მოსახლეობას შეხვდნენ.
მაჟორიტარი ორივე სოფელში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო, მოისმინა მოსახლეობის მოსაზრებები და პრობლემები. შეხვედრაზე დეპუტატმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის პოტენციალზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და სახელმწიფო პროგრამებზე, ასევე განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
ადგილობრივების ინტერესიდან გამომდინარე ყველა დასმულ კითხვაზე ხელმძღვანელობის მხრიდან ამომწურავი პასუხები გაიცა.
ინფორმაციას დაჩი ბერაიას ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.