დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილე წარუდგინა. აღნიშნული თანამდებობა ზვიად შალამბერიძემ დაიკავა.
იგი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში კურირებას გაუწევს: ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებს, ტრანსპორტის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სფეროებს. ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის საკურატორო სფეროში შედის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ქონებრივი საკითხები.
ზვიად შალამბერიძე დღემდე შპს „ფრეგო“–ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი იყო. იგი ასევე, სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“–ში, სს „ჯი პი აი ჰოლდინგ“–ში, მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე. გარდა ამისა იყო ფინანსური ანალიტიკოსი გაეროს განვითარების პროგრამაში - „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესაძლებლობათა ზრდა“.
ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.