უპირველეს ყოვლისა, ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიწვიოს მის მიერ „სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან, იმიტომ, რომ ეს ორივე რეგიონი არის საქართველოს ნაწილი, საერთაშორისოდ აღიარებულის საზღვრების ფარგლებში, აღნიშნული განცხადება საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა.
შეკითხვაზე, რა კეთდება ნატოსა და საქართველოს მიერ რუსეთი ოკუპაციის მიმართულებით და რა წინსვლაა ამ კუთხით, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა:
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. ჩვენ პოლიტიკურ დიალოგს ვაწარმოებთ. იოლი არ არის, წინსვლა დიდი არ არის რუსეთთან ამ კუთხით. ეს დიალოგი ჟენევაში მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრს ვესაუბრეთ ამ მიმართულებით მიღწეულ წინსვლაზე. ნატო მხარს უჭერს მშვიდობიან მოლაპარაკებებს და კონფლიქტის გადაწყვეტას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც არის საქართველოს რეგიონები".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.