მამუკა ბახტაძე: საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი - ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს
25-03-2019, 15:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მათ შეძლონ თავიანთი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 

„შავი ზღვა არის დღეს ნატოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ამას მივესალმებით. ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს აქვს სრულიად უნიკალური და მე ვიტყოდი, შეუცვლელი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში. შესაბამისად, ჩვენ ნატოსთან ერთად დაგეგმილი გვაქვს ერთობლივი ნაბიჯები იმისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება იყოს მდგრადი და ეს უფრო თვალსაჩინო გახდება მომდევნო წლების განმავლობაში. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენი ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გადავაქციოთ რეგიონულ ჰაბად, მათ შორის, ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით, რომელიც ყველა განზომილებას მოიცავს. საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მათ შეძლონ თავიანთი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება. ჩვენ ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღეთ იმაში, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მნიშვნელოვან დატვირთვას აძლევენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი", განაცხადა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი