ივანიშვილის კადრები პრეტენზიულები, ამბიციურები და ამავდროულოდ, უვიცები არიან - ასეთი კადრები სად ეძება და სად იპოვა ივანიშვილმა, არავინ იცის - გიგლა ბარამიძე
25-03-2019, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,ბიძინა ივანიშვილს ჰყავს კადრები, რომლებიც ძალიან პრეტენზიულები და ამბიციურები არიან, მაგრამ ამავდროულად უვიცები", აღნიშნული განცხადება ,,დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ გააკეთა.

 

 

ბარამიძე ამბობს, რომ ქვეყანას ჰყავს სინდის და სახედაკარგული ხელისუფლება, რომელსაც არ აწყობს სხვა არც ერთი ოპოზიციური ძალა გარდა ,,ნაციონალური მოძრაობისა".

 

 

„ამ ხელისუფლებამ დიდი ხანია სინდისი დაკარგა. ყველა მათი ნაბიჯი არის სინდის და სახე დაკარგული პოლიტიკური ჯგუფის ანასხლეტი ქმედება. ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ არ არსებობს და თუ არსებობს სუსტია ოპიზიცია. პრობლემა, ჩვენში ოპოზიციურ პარტიებში კი არ არის. პრობლება ამ ხელუსუფლების განზრახვაშია. მათ აწყობთ ,,ნაციონალური მიძრაობა" ჰყავდეთ ოპოზიციაში, რადგან ამ ხრიკით ჩვენი საზოგადოება ბევრჯერ მოტყუვდა", აცხადებს ,,დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე.

 


როგორც ის ამბობს, ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში სწორედ ნინო ბურჯანაძის და მისი თანაპარტიელების ბრძოლის შედეგად მოვიდნენ.

 


,,26 მაისი ახსოვს რომელიმეს? სწორედ 26 მაისი გახდა იმის წინაპირობა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" წასულიყო ხელისუფლებიდან და ბიძინა და მისი გუნდი მოსულიყო, თუმცა მათი მოსვლით რა შეიცვალა, ერთი კრიმინალური ბანდა შეცვალა მეორემ. ივანიშვილს ჰყავს კადრები, რომლებიც ძალიან პრეტენზიულები და ამბიციურები არიან, მაგრამ ამავდროულად უვიცები. ასეთი კადრები სად ეძება და სად იპოვა ივანიშვილმა, არავინ იცის. ნინო ბურჯანაძე არ უნდათ, რადგან არ სჭირდებათ მაღალი კლასის პოლიტიკოსები, ჩუგოშვილი ურჩევნიათ და ხულორდავა. მოძველდა ნარატივი, რომ ნინო ბურჯანაძე პრორუსი ძალაა. შეეშვით ნინო ბურჯაბაძის პრორუსობაზე საუბარს, საკუთარი ,,პროები" მოიკითხეთ", აცხადებს გიგლა ბარამიძე, როგორც ამას პარტიის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი