ირაკლი კობახიძე: გვექნება სრული შესაძლებლობა, რომ ავსახოთ ვენეციის კომისიის მოსაზრებები, საბოლოო ჯამში, კანონპროექტში
25-03-2019, 18:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გვექნება სრული შესაძლებლობა იმისა, რომ ავსახოთ ვენეციის კომისიის მოსაზრებები საბოლოო ჯამში, კანონპროექტში. ამიტომ, აქ სპეკულაციებისთვის რეალურად სივრცე არ არის“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას.

 

 

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ვენეციის კომისიაში კრიტიკული დასკვნის გაგზავნასაც.

 

 

„სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც შეუძლიათ საკუთარი მოსაზრებების გაგზავნა ვენეციის კომისიაში, თუმცა, ვენეციის კომისია ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენ დაველოდებით ამ დასკვნას და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ ამ დასკვნის გათვალისწინებით. ჩვენ გვაქვს საშუალება მეორე მოსმენამდე გავითვალისწინოთ ყველა ის შენიშვნა, რომელიც იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის მხრიდან. უფრო მეტიც, ჩვენ ორი კვირით გადავწიეთ კანონპროექტის განხილვა სწორედ იმის გამო, რომ ველოდებით ვენეციის კომისიას. გვექნება სრული შესაძლებლობა იმისა, რომ ავსახოთ ვენეციის კომისიის მოსაზრებები საბოლოო ჯამში, კანონპროექტში. ამიტომ, აქ სპეკულაციებისთვის რეალურად სივრცე არ არის“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი