ცისანა შარტავა: უწმინდესი ჩქარობდა სამშობლოში დაბრუნებას
28-07-2015, 09:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ცისანა შარტავამ პატრიარქის ჯანმრთელობის შესახე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გერმანიაში დაგეგმილი იყო გარკვეული გამოკვლევები და სარეაბილიტაციო კურსის ჩატარება, მაგრამ ამ გამოკვლევების ფონზე გამოიკვეთა დამატებით კარდიოლოგიური ჩარევის აუცილებლობა.


"ამიტომ ჩვენი გეგმები შეიცვალა, ეს კარდიოლოგიური ჩარევა წარმატებით დამთავრდა. ჩვენი იქ ჩასვლა ღვთის განგებით აუცილებელი იყო. უწმინდესი თავს ძალიან კარგად გრძნობს.


სარეაბილიტაციო კურსი შეიცვალა იმიტომ, რომ ამ პროცედურის პარალელურად სარეაბილიტაციო კურსის გაგრძელება არ შეიძლებოდა. უწმინდესი ჩქარობდა სამშობლოში დაბრუნებას და ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩამოსვლას, ამიტომ დაბრუნდა და მომავალში კიდევ დაიგეგმება სარეაბილიტაციო კურსი და გამოკვლევები", - განაცხადა ცისანა შარტავამ. მისივე თქმით, უწმინდესს კორონოგრაფია ბალონირებით ჩაუტარდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი