საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს გენერალური მდივანი დეპუტატებს შეხვდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოში ჩატარებული არჩევნებს, ეუთოს შენიშვნებსა და რეფორმების საკითხს შეეხო.
„მთავარი გზავნილი ნატო-ს გენერალური მდივნის იყო, რომ აიღეთ ეუთო-ს დასკვნა და გაატარეთ ყველა ის რეფორმები, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. რომ ამის გარეშე, საქართველოს მომავალი ნატო-ში ვერ იქნება უზრუნველყოფილი. პირდაპირი გზავნილი იყო, რომ პოლიტიკური კონსენსუსი რომ შეიქმნას ნატო-ში, ამისთვის აუცილებელია, რომ თქვენ გაატაროთ ის რეფორმები, რაც სჭირდება თქვენს საზოგადოებას, რომ თქვენს საზოგადოებაში განმტკიცდეს დემოკრატია და ადამიანის უფლების პატივისცემა და სხვა საერთო ღირებულებები ნატოსთან", განაცხადა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ნატოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრები მანამდე პრემიერ მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა. იენს სტოლტენბერგმა საქართველო უკვე დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.