თერჯოლის მერიაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტები განიხილეს
26-03-2019, 08:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.

 

 

თათბირს მერის მოადგილეები მანუჩარ ფანჩულიძე და მერაბ სირაძე, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის ჯგუფის წევრებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში მომავალი სამოქმედო გეგმა გააცნეს და კითხვებს უპასუხეს.

 

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიაში აქტიურად ჩაერთო. შექმნილია საკოორდინაციო მართვის ცენტრი, რომელსაც მერის რეფერენტი მერაბ ბუსკივაძე ხელმძღვანელობს. მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების, მიტოვებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა ლოკაციების დათვალიერება, რის შემდეგაც შემუშავდება მავნებელთან ბრძოლის მეთოდები და გრაფიკი, რომელიც წინასწარ ეცნობება მოსახლეობას.

 

 

თათბირზე ასევე განიხილეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებული პროექტები, იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებისა და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი