ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. გენდერული თანასწორობის საკითხებში პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა, თამუნა სიჭინავამ ადგილობრივ მოსახლეობასთან გენდერული თანასწორობის, ნაადრევი ქორწინების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა.
შეხვედრას საჯარო სკოლის პედაგოგები და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაიმართება.
ინფორმაციას ხობის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.